ლაშა რამიშვილი

 

დაიბადა 1980 წლის 23 ნოემბერს.

2001 წელს დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტის ასპირანტ–ასისტენტურის განყოფილება.

2014 წ. დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის მაგისტრატურა.
 
1999 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
 
მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები:

ში–ჯიმ ო’კონორი – ტ. უილიამსი ,,შუშის სამხეცე“  – რეჟ. ნ. გაჩავა
იანგული – ნ. დუმბაძე ,,ჰელადოს“ – რეჟ. ნ. გაჩავა
დიეგო – ა. კამიუ ,,ქალაქი ალყაში“ – რეჟ. . დოიაშვილი
ტობიას მილი – ,,საქორწინო გარიგება“ – რეჟ. . დოიაშვილი
პავლე – გ. ერისთავი ,,გაყრა“ – რეჟ. . დოიაშვილი
პანკესა – ,,ვერის უბნის მელოდიები“ – რეჟ. . დოიაშვილი
გეორგ ფონ ტრაპი – ,,მუსიკის ჰანგები“ – რეჟ. . დოიაშვილი                                                                                                                                        ახალი წლის ჯადოსნური სული – მ. მეტერლინკი ,,ლურჯი ფრინველი" – რეჟ. . დოიაშვილი                                                                                   პრინცი ლიმონი – ჯ. როდარი ,,ჩიპოლინო" – რეჟ. მ. ჩართოლანი

 

სხვა თეატრები:

შპრეხშტიმე – ,,ფიროსმანი“  ნ. სვანიძე, (ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია)
დარისპანი – ,,დარისპანის გასაჭირი“ – რეჟ. . საყვარელიძე
ონეგინი – ,,ევგენი ონეგინი“ – რეჟ. ლ. გვარიშვილი (ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია)
 

კინო და ტელევიზია:

რუსლანი – ,,ეპოსი“ – რეჟ. ბენ ჰოფკინსი
კაცი – ,,მეზობლები“ (ტელესერიალი) – რეჟ. . იმედაშვილი
 
რადიო ,,არ დაიდარდო“–ს  მუსიკალური წამყვანი.
 

პრიზები და ჯილდოები:

1993–1994  წწ. ქვემო ქართლის რეგიონალურ ფესტივალის 1 ადგილის    მფლობელი.                                
 2007–2008 წწ.ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მუსიკალურ პროექტ „მიმღერე რამე “–ს გამარჯვებული.
2008–2009 წწ. თეატრებს შორის გოგი გელოვანის სახელობის მუსიკალური  კონკურსის გამარჯვებული „სექსტეტი“–ს წევრი. 
2010–2011 წწ.საერთაშორისო კონკურსის „ International Pop Song     Performers Contest “vitebsk–2010-ის 1 პრემიის ლაურიატი და ამავე ფესტივალზე კომპოზიტორ „ВЛАДИМИР МУЛЯВИН“-ის პრემიის ლაურიატი.
2009–2010წწ.პეკინის საერთაშორისო ფესტივალის „Asia New Singer Competition-“-ის ფინალისტი. 

Facebook