მაქსიმ გორკი

ფ ს კ ე რ ზ ე

სპექტაკლი ორ მოქმედებად

 

პიესა თარგმნა მანანა ანთაძემ
რეჟისორი – დავით დოიაშვილი
კომპოზიტორი –  ნიკოლოზ  რაჭველი
სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი
კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე                                                                                                                                                                                      
ფოტო ინსტალაცია – გოგიკო საყვარელიძე
ბუტაფორი – მაია სხირტლაძე
განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
ხმის რეჟისორი – ბექა მაღლაკელიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მიხეილ ივანიჩ კოსტილევი , თავშესაფრის პატრონი – ზაალ ჩიქობავა
ვასილისა კარპოვნა, მისი ცოლი – ნანა ბუთხუზი
ნატაშა, ვასილისას და – ანა წერეთელი
მედვედევი, ამათი ბიძა, პოლიციელი – ტატო  ჩახუნაშვილი
ვასკა პეპელი – თორნიკე  გოგრიჭიანი
კლეშჩი, ზეინკალი – ალეკო ბეგალიშვილი
ანა , მისი ცოლი – ბუბა გოგორიშვილი
ნასტია – ნანკა კალატოზიშვილი
კვაშნია, პელმენებით მოვაჭრე – ეკა დემეტრაძე
ბუბნოვი, მექუდე – შაკო მირიანაშვილი
ბარონი – არჩილ სოლოღაშვილი
სატინი – დავით ბეშიტაიშვილი
მსახიობი – კახა კინწურაშვილი
ლუკა, მოგზაური – გოგა გველესიანი
ალიოშკა, მეჩექმე – გიგი ქარსელაძე
თათარი – გიორგი ბახუტაშვილი 

სპექტაკლის შესახებ:

ამაოებათა ამაოება არის ამაოება!
ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება აღმოჩნდეთ გაბრდღვიალებული დარბაზიდან-ნაგავსაყრელზე!...
ერთ მშვენიერ დღეს ,ნაგავსაყრელზე,შეიძლება სანატრელი გაგაიხდეთ ლუკმა პური და წვეთი წყალი!..
ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მიხვდეთ,რომ მთავარი აღარ გაქვთ - ამ ყველაფრის შეცვლის, ამ ყველაფერთან გამკლავების - თავი ,სურვილი და უნარი.!.
და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ,რომ მხოლოდ საკუთარი გამოფიტული სხეული შეგრჩათ, ძონძების ამარა!...
ასე,რომ, ამ მშვენიერ საღამოს, ჩამობრძანდით ქვემოთ, ჩვენთან და ვნახოთ ამბავი

ამბავი ,,ფსკერზე” აღმოჩენილი ადამიანებისა!...

 

ხანგრძლივობა 180 წთ.

პრემიერა  შედგა  2014 წლის 7 ოქტომბერს.

 

2015 წ. – საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსი ,,წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება" – 

,,წლის საუკეთესო სპექტაკლი" – ,,გრან პრი"  – ,,ფსკერზე"

 

2016 წ. - ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,MITEM"

Facebook