• რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • რეჟისორი: ნინო ჩაკვეტაძე

 

მორის მეტერლინკი

ლურჯი ფრინველი

მიუზიკლი ორ მოქმედებად

რეჟისორი და სცენოგრაფი – დავით დოიაშვილი
მუსიკალური ვერსიების ავტორი – ზვიად ბოლქვაძე
ადაპტირებული სცენარის ავტორი – მანანა დოიაშვილი
კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
სიმღერების ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე
მუსიკალური ხელმძღვანელი – ქეთი ჯავახიშვილი
ბუტაფორია – მაია სხირტლაძე
ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი, ბექა მაღლაკელიძე
განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
ვიდეო პროექცია – ალექსანდრე ქურდუბაძე
ტექნიკური ჯგუფი: გოჩა კაკაურიძე, ირაკლი საპანაძე, გიორგი ბეგიაშვილი, გაგა მერკვილაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
 
ნიტა –  ნიტა ლომიძე
ანდრია – ანდრია გაბრიჩიძე
დედა – ანა ქურთუბაძე
მამა – ტატო ჩახუნაშვილი
ახალი წლის ჯადოსნური სულები:
           ლაშა რამიშვილი
           გიორგი ყველაშვილი
           ალეკო ბეგალიშვილი
           გოგა მოძმანაშვილი
           კაკო თოფურია
ჯადოქარი – ნინო გომართელი
კატა – ანა ჯავახიშვილი
ძაღლი – ლევან კახელი
მეზობელი ქალი, ღამე – ბუბა გოგორიშვილი
მეზობელი ბავშვი – ანა დოიაშვილი
მზის სხივი –  სალომე ყიფიანი
ტყის სული – მარინა ჯოხაძე
წყალი – ცისია მეტრეველი
მომავალი – ნინო მითაიშვილი                                                                                                                                             მომავლის ბავშვი – ნინია ყველაშვილი
ომი:    არჩილ სოლოღაშვილი,
           ანა ალექსიშვილი
გრძნობების ხომალდის ფერია – ანა წერეთელი
ბებო – მაია წითლიძე
ბაბუ – გიორგი ყველაშვილი
ნეტარება – ანა ზამბახიძე
 
სპექტაკლის შესახებ:
 
ეს არის მუსიკალური, ფეერიული წარმოდგენა, რომელიც რეჟისორმა დავით დოიაშვილმა დადგა ცნობილი დრამატურგის და ფილოსოფოსის მორის მეტერლინკის გამორჩეული პიესის ,,ლურჯი ფრინველის“ მიხედვით. პიესის გმირები მოგზაურობენ ხიფათებით აღსავსე რეალურ და ირეალურ სამყაროებში, რათა ლურჯი ფრინველი ანუ ბედნიერება იპოვონ, თუმცა მას საკუთარ სახლში აღმოაჩენენ.

მიუხედავად იმისა რომ მეტერლინკის ,,ლურჯი ფრინველი“ თავისი შინაარსით და დრამატურგის მიერ მოცემული პირობითობით საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს თეატრალური სცენისთვის, ეს  სპექტაკლი საინტერესოა ყველა თაობის მაყურებლისთვის, განსაკუთრებთ კი ბავშვებისთვის, რომლებსაც ის   კარს გაუხსნის თეატრის ჯადოსნურ სამყაროში. ამ შემთხვევაში დიდი  მნიშვნელობა ენიჭება სპექტაკლის სანახაობით მხარეს, მის მუსიკალურობას, ეფექტებისა და ზღაპრული ხერხების სიმრავლეს.

მუსიკალურ მასალად გამოყენებულია ლეგენდარული ჯგუფის ,,ბითლზი“–ს სიმღერები, სანახაობას კი კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის პერსონაჟების უჩვეულო კოსტუმები და ქორეოგრაფია.
 
ხანგრძლივობა 120 წთ.
პრემიერა შედგა 2014 წლის 30 იანვარს.

 
Facebook