ოსკარ უაილდი

დორიან გრეის პორტრეტი

სპექტაკლი ერთ  მოქმედებად 

ინსცენირების ავტორი  დავით გაბუნია
რეჟისორი – ნინი ჩაკვეტაძე
მხატვარი – გიორგი უსტიაშვილი
განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
ხმის რეჟისორი – ბექა მაღლაკელიძე
რეჟისორის ასისტენტი – ნინო ჭავჭავაძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

 

დორიან გრეი – ერეკლე გეწაძე
ჰენრი უოტონი – ჯეჯი სხირტლაძე
ბეზილ ჰოლოურდი – შაკო მირიანაშვილი
ალან ქემპბელი – გიორგი ბახუტაშვილი
სიბილ ვეინი – ეკა დემეტრაძე
ჯეიმსი – გიგი ქარსელაძე

 

ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი და სკანდალური ნაწარმოები ,,დორიან გრეის პორტრეტი“ თავისი იდუმალებით, საინტერესო სიუჟეტით, ზებუნებრივი ელემენტებით და მკვეთრად გამოხატული ფილოსოფიური პასაჟებით დღემდე აქტუალურია და ინტერესი მის მიმართ არ ნელდება.

,,ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა არსებობს – დამორჩილება“– დევიზი, რომლითაც პიესის გმირები მოქმედებენ. ელიტარული, მაღალი და ჩაკეტილი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც აწესებენ წესებს. ქმნიან მოდას და ამინდს, რომლებსაც ჩვეულებრივი შეგრძნებები ატროფირებული აქვთ და ემოციების მძაფრ შიმშილს განიცდიან. კაშკაშა საზოგადოება, რომელიც ნიღბის უკან ბინძური და გახრწნილია. ადამიანები, რომლებსაც მოწყენილობისაგან და ერთფეროვნებისაგან სული ძვრებათ, სხვა ადამიანების ემოციებით, გრძნობებით, ფსიქიკით და სხეულებით თამაშობენ.

სწორედ ამ სოციუმში ხვდება ახალგაზრდა, მდიდარი და წარმოუდგენლად ლამაზი დორიან გრეი, რომელიც ამ საზოგადოების ახალი გასართობი და სათამაშო ხდება.

 

ხანგრძლივობა 120 წთ.            

პრემიერა შედგა 2014 წლის 24 მაისს.

Facebook