ანტონ ჩეხოვი

სამი და

ქორეოდრამა ერთ მოქმედებად

კომპოზიტორი – ალფრედ შნიტკე
დამდგმელი ქორეოგრაფი – კონსტანტინე ფურცელაძე
სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
ხმის რეჟისორი – ბექა მაღლაკელიძე
რეჟისორის თანაშემწე – ნინო ჭავჭავაძე

მონაწილეობენ:

ნანკა კალატოზიშვილი
ანა წერეთელი
ნუცა გუცაშვილი
გიგი ქარსელაძე
ეკა დემეტრაძე
ტატო ჩახუნაშვილი
გიორგი ტორიაშვილი
არჩილ სოლოღაშვილი
ლევან კახელი
ანა ჯავახიშვილი

 

 

სპექტაკლის შესახებ:

 ადამიანის მარტოობა... არა იზოლაცია საზოგადოებისგან, არამედ საზოგადოებაში ყოფნა და მაინც მარტოობის შეგრძნება... შეგრძნება იმის, რომ არასწორ დროს დაიბადე, არასწორ გარემოში, არასწორ ადგილას... იმედი იმის, რომ სადღაც შორს არსებობს „მოსკოვი“, სადაც აუცილებლად დაიმკვიდრებ საკუთარ ღირსეულ ადგილს... და არც ერთი წუთი შეგრძნება იმის, რომ  ეს „მოსკოვი“ შეიძლება აქვე იყოს, იყოს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც თავს მარტო გრძნობ.

ანტონ ჩეხოვს სიტყვის ჯადოქარს უწოდებენ, რადგან  სწორედ ზუსტად ნაპოვნ სიტყვებში არის მისი მაგიის გასაღები.

რა ხდება, როდესაც სიტყვები ქრება და რჩება მხოლოდ გრძნობები, პლასტიკა და ქორეოგრაფია...

 

 ხანგრძლოვობა:    60 წთ.

პრემიერა  შედგა  2015 წლის  17 ოქტომბერს.

 
 
Facebook