ქორეოგრაფიული დრამა ერთ მოქმედებად მუსიკა – ბიზე-შჩედრინი კარმენი – ანა ალექსიშვილი ქორეოგრაფიული დრამა „კარმენი“ დადგმულია ბიზე-შჩედრინის „კარმენ-სუიტა“-ს მუსიკაზე, რაც თითქოს თავისთავად მოითხოვს საბალეტო დასის მონაწილეობას, თუმცა ამ შემთხვევაში პროსპერ მერიმეს ნოველის სიუჟეტის სიმძაფრეს მხოლოდ დრამატული თეატრის მსახიობები წარმოადგენენ. სწორედ ეს სინთეზი განსაზღვრავს სპექტაკლის ჟანრს, როგორც ქორეო-დრამას. ქორეო-დრამა „კარმენი“ არის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრისა და “Moving Theatre”-ს (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი ნაწარმოები, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო პროექტში, რომელშიც გაერთიანებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნები (საფრანგეთი, რუმინეთი, ბრიტანეთი). სპექტაკლის პრემიერა შედგა ლონდონში. ფესტივალები: 2014 წელი - ანკარის მე-19 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - ,,ფესტივალის სპეციალური პრიზი" 2015 წელი - Fringe World Festival (პერტი, ავსტრალია) - სპექტაკლმა გაიმარჯვა ნომინაციაში ,,Dance Award"
|
![]() |