• რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • რეჟისორი: ნინო ჩაკვეტაძე

მარიუს ფონ მაიენბურგი

ცეცხლსახოვანი

პექტაკლი ერთ მოქმედებად

 

პიესა  თარგმნა   შორენა შამანაძემ 
რეჟისორი  და მხატვარი  –  დავით პაპავა–გურჯი
განათების მხატვარი –  ია ნადირაშვილი
ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი
 
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მამა  –  დავით ბეშიტაიშვილი
დედა  –  ცისია მეტრეველი
ჰელგა  –  ანა წერეთელი
კურტი  – გიორგი ბახუტაშვილი
პოლი  – გიგი ქარსელაძე
 

სპექტაკლის შესახებ:
 
გერმანელი მწერალი მარიუს ფონ მაიენბურგი თანამედროვე თეატრის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ და ღრმა დრამატურგად მიიჩნევა. მისი პიესები მუდმივად იდგმება ევროპის და ამერიკის წამყვან თეატრებში.
სწორედ პიესამ ,,ცეცხლსახოვანმა“ მოუტანა მაიენბურგს პირველი დიდი წარმატება. ის პოსტმოდერნისტული, ღრმად ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ თემებზე არის აგებული.

ერთ–ერთი ჩვეულებრივი გერმანული ოჯახის საზარელი ტრაგედიის მაგალითზე, ავტორი გვიამბობს იმ საზოგადოებაზე, სადაც საუკუნეების მანძილზე შექმნილი მორალური თუ რელიგიური  კანონები ჩამოიშალა. ეს არის ევროპული ცივილიზაციის მდგომარეობა. ადამიანმა დაკარგა თავისი მორალი, სახე, გაირყვნა და ამ უსუსურიბამ ის მიიყვანა განადგურებამდე. ამ ურთულეს თემებზე საუბარს რეჟისორი საოცრად თანამედროვე თეატრალური ენით და ფორმით ახერხებს.
 
 

ხანგრძლივობა  90  წთ.
პრემიერა შედგა  2013 წლის  6 ოქტომბერს.

 
Facebook