ერიკ - ემანუელ შმიტი

წერილები  ღმერთს

დრამა  ერთ  მოქმედებად

 

პიესა  თარგმნა  გია ჯოხაძემ 
რეჟისორი  –  მამუკა ტყემალაძე
სცენოგრაფი,  კოსტუმებისა და ანიმაციის პერსონაჟების  მხატვარი  –  ნინო თათარაშვილი
ანიმაცია –  სტუდია  ,,ოპიო”
განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი
 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ვარდისფერი ქალბატონი  – ნინელი ჭანკვეტაძე

ოსკარი  – კახა კინწურაშვილი
 

სპექტაკლის შესახებ:
 
სპექტაკლი ,,წერილები ღმერთს“  დაიდგა ცნობილი თანამედროვე მწერლის ერიკ-ემანუელ შმიტის  ,,ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“–ს მიხედვით.
 
ეს არის ლეიკემიით დაავადებული პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც წერილებს წერს ღმერთს, 
სადაც საავადმყოფოში გატარებულ დღეებზე უყვება. ამ, წერილებს, რომლებშიც ოსკარის ცხოვრების უკანასკნელი 12 დღეა აღწერილი, საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექთანი, ანუ ვარდისფერი უნიფორმით შემოსილი ქალბატონი აღმოაჩენს.  რა თქმა უნდა, სპექტაკლის სიუჟეტი მძიმეა, თუმცა რეჟისორი ტრაგიკულ ისტორიას ხშირად ამსუბუქებს და მაყურებელსაც რწმენა და ოპტიმიზმი უჩნდება. 

ორი თაობის მსახიობმა, სცენაზე საუკეთესო მსახიობური ტანდემი შექმნა. პიესის სხვა პერსონაჟები სპექტაკლში ანიმაციის საშუალებით არიან წარმოდგენილი.

 
ხანგრძლივობა  80 წთ.
პრემიერა შედგა  2011 წლის  16 ნოემბერს.

 
Facebook