• რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • რეჟისორი: ნინო ჩაკვეტაძე

გიორგი ერისთავი

გაყრა

ვოდევილი ორ  მოქმედებად

რეჟისორი  –  დავით დოიაშვილი
სცენოგრაფი  – გიგა ლაპიაშვილი
კოსტუმების მხატვარი  – ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
კომპოზიტორი  – რუსა მორჩილაძე
სიმღერის ტექსტების ავტორი  – ირინა სანიკიძე
განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

თავადი ანდუყაფარ დიდებულიძე  –  გიორგი  ყველაშვილი
თავადი პავლე დიდებულიძე  –  ლაშა  რამიშვილი
მაკრინე - პავლეს ცოლი  –  ცისია  მეტრეველი
ნინო - მათი შვილი  –  ნინო  მითაიშვილი
თავადი ივანე დიდებულიძე  –   არჩილ  სოლოღაშვილი
გაბრიელი - ივანეს მოსამსახურე  –  გოგა  მოძმანაშვილი
ყარდაშვერდი -ნინოს მოსამსახურე  –  ბუბა  გოგორიშვილი
სასამართლოს მდივანი  –  ალეკო ბეგალიშვილი
მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი  –  ბადრი ბეგალიშვილი
თათელა - მისი ცოლი  –  მარინა ჯოხაძე
შუშანა - მათი შვილი   – შორენა კურტანიძე,  ანა ზამბახიძე
სათო ბაბო - მიკირტუმის დედა  –  ნინო გომართელი
მოურავი – აკაკი თოფურია
არარატი - სათო ბაბოს მოსამსახურე  –  გარი ბაღდასაროვი
კინტო – თომა ბულაშვილი
   

სპექტაკლის შესახებ: 

გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“  1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 2 იანვარს გაიმართა  თბილისის გიმნაზიის დარბაზში და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ეს დღე               14 იანვარი  ითვლება  ქართული პროფესიული თეატრის დაარსების დღეთ.
ჩვენი თეატრისთვის განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პიესის  თანამედროვე მაყურებლის წინაშე  გათამაშებას, რადგან  გვეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ თვალნათლივ  ვაჩვენოთ, რომ კლასიკა – უკვდავია და ის, რომ მასში დასმული ყველა პრობლემა დღევანდელობას პასუხობს.

სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი გაექცა პიესაში აღწერილ ვიწრო ოჯახურ პრობლემას, განაზოგადა ის, და თანამედროვე მუსიკის, ქოროგრაფიის და სტილიზებული კოსტუმების მეშვეობით გასაგები და საინტერესო გახადა ის არა მარტო ქართველი, არამედ ყველა ეროვნების მაყურებლისთვის. ხელი შეუწყო სხვადსხვა ეროვნებათა შორის მშვიდობიანი და ტოლერანტული ურთიერთობების პროპაგანდას. ამიტომ მაღალ მხტვრულობასთან ერთად, უზარმაზარია სპექტაკლის მორალური მნიშვნელობაც.

დღევანდელ ვითარებაში, როდესაც  ადამიანი გამუდმებით ჩართულია  ცხოვრებისეულ დაძაბულ რითმში, ამ სპექტაკლზე დასწრებით საშუალება ეძლევა განიმუხტოს, რადგან  სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა  გამოყენებული  იუმორი, ქართული სიმღერა და ცეკვა.
 
ხანგრძლივობა 120 წთ.
პრემიერა  შედგა  2007 წლის  22 ივნისს.

Facebook