ლაშა ბუღაძე სპექტაკლი ერთ მოქმედებად რეჟისორი – გურანდა იაშვილი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ზეინაბ უნგიაძე – ნინო გომართელი სპექტაკლის შესახებ: ლაშა ბუღაძის ახალი პიესა ,,პანთეონი” გამოირჩევა თემატური აქტუალობით, ქმედებისა და ლიტერატურული მასალის შერწყმულობით, განსაკუთრებული იუმორით და პერსონაჟთა საინტერესო ხასიათებით. ლაშა ბუღაძის პიესაში ,,პანთეონი” მოქმედება ვითარდება ჩვენს დროში, თანამედროვე საქართველოსათვის დამახასიათებელ გარემოებებში, რომელშიც საკუთარი ამბიციებით დაბრმავებული ქალები იბრძვიან ისტორიაში ადგილის დასამკვიდრებლად. მიზნის მისაღწევად ისინი ყველა ხერხს ხმარობენ – არ თაკილობენ საკუთარი მოთხოვნა წაუყენონ მთავრობის მაღალჩინოსნებს და პარალელურად მიმართონ მათ ოპონენტებსაც, რომელთა მიტინგების ფონზე ვითარდება სპექტაკლში აღწერილი მოვლენები. ისინი თითქმის კარგავენ ადამიანურ სახეს და ბოლოსდაბოლოს მკვლელობამდეც კი მიდიან. ადამიანები ხშირად მოკლებულნი არიან თვითკრიტიკისა და საკუთარი თავის შეფასების უნარს და აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მათ ნამდვილად დაიმსახურეს ის, რასაც ითხოვენ. ყველაფერი ეს ხშირად ძალიან სასაცილოა, მაგრამ ამავდროულად ტრაგიკულიც.
ხანგრძლივობა 80 წთ. |