• რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • რეჟისორი: ნინო ჩაკვეტაძე

სარა კეინი

ფსიქოზი 4.48

დრამა ერთ მოქმედებად

 

პიესა თარგმნა თამუნა ჯაფარიძემ
რეჟისორი  –  მაკა ნაცვლიშვილი
მხატვარი  –  ნინო კიტია
მუსიკალური გამფორმებელი  –  გიორგი აფხაზავა                                                                                                     განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი                                                                                                                       ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი

მონაწილეობენ:    მარი კიტია
                               რუსკა მაყაშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:

,,ფსიქოზი 4.48” სარა კეინის უკანასკნელი და ყველაზე სკანდალური პიესაა. დრამატურგმა 28 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი დეპრესიის მთავარი მიზეზი ,,გაორება” იყო.  ამ პიესაში ის ესაუბრება საკუთარ თავს, რომელიც ვერ იპოვა, ,,მოგონილ” სატრფოს (მკურნალი ექიმის სახით), რომელიც ასევე მისი ფანტაზიის ნაყოფია და ღმერთს, რომელმაც ,,ზურგი აქცია.” ტექსტში  მოყვანილია სარა კეინის პიესებზე დაწერილი რეცენზიების ფრაგმენტებიც.

სარა კეინის შემოქმედების საავტორო უფლებას იცავს ბრიტანული კომპანია ,,CASAROTTO RAMSAY & ASSOCS“ და სწორედ მათ მიერ გაცემული ლიცენზიით საქართველოში პირველად შედგა პრემიერა სპექტაკლისა ,,ფსიქოზი 4.48” .
ლიცენზიის  ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა პიესის ლიტერატურული სტილისტიკის დაცვა და მასში გამოყენებული ყველა უცენზურო სიტყვისა თუ გამონათქვამის შენარჩუნება.
 
ხანგრძლივობა 90 წთ.
პრემიერა შედგა  2012 წლის 9 თებერვალს.

 
Facebook