• რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • რეჟისორი: ნინო ჩაკვეტაძე

უილიამ შექსპირი

(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი

სპექტაკლი ორ მოქმედებად

 

პიესა თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ
ადაპტირებული ტექსტის ავტორი – მანანა ანთაძე
რეჟისურა და სცენოგრაფია – დავით დოიაშვილი
კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
ვიდეოპროექცია – სტუდია ,,ზებრა”
ანიმაციური ვიდეო – სტუდია ..ოპიო”
განათების მხატვარი – ია ნადირაშვილი
ხმის რეჟისორი – ემზარ ბეგიაშვილი

მოქმედნი პირნი და შემსრულებელნი:

თეზევსი, ობერონი – კახა კინწურაშვილი
იპოლიტა, ტიტანია – ბუბა გოგორიშვილი
ფილოსტრატე, პაკი – არჩილ სოლოღაშვილი, დავით ბეშიტაიშვილი
ჰერმია – ანა წერეთელი
ელენე – ნინო მითაიშვილი`
ლისანდრე – ლევან კახელი                                                                                                                                 
დემეტრიოსი – გიგი ქარსელაძე

მსახიობები:
კომშა, რეჟისორი – ტატო ჩახუნაშვილი
პირამოსი – ნანა ბუთხუზი
სტვირა, თისბე – ალეკო ბეგალიშვილი
კოხტაპრუწა, ლომი – ნატა ბერეჟიანი
კნაჭა, მთვარე – გიორგი ტორიაშვილი
დრუნჩა, კედელი – გიორგი ბახუტაშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:

„(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ მიიჩნევა უილიამ შექსპირის ყველაზე რომანტიულ და პოეტურ კომედიათ, ეს არის ზღაპარი ადამიანურ ბედნიერებაზე. ეს პიესა უჩვეულოდ ხიბლავს ყველას რეალობისა და ფანტასტიკის, სერიოზულისა და სასაცილოს, ლირიკისა და იუმორის განუმეორებელი შერწყმით.

შექსპირმა „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ გაავსო გამოგონილი არსებებით და მოვლენები ისე წარმოადგინა, რომ მაყურებელს ისეთივე შეგრძნებები და შთაბეჭდილებები უჩნდება, როგორც ეს სიზმარში ხდება.
რეჟისორი დავით დოიაშვილი მაყურებელს სთავაზობს შექსპირის ამ გენიალური პიესის სრულიად ახლებურ ხედვას და გააზრებას.
რეალურ და გამოგონილ სამყაროში არსებობა, სიცოცხლის, როგორც დაუსრულებელ სიზმრად ქცევის შეგრძნება, კომედიურობაში დანახული ტრაგიზმი ან პირიქით, ტრაგიზმი კომიკური შეფერილობით – ეს ის ფერებია, რომელიც ამ დადგმას საინტერესოს ხდის.
მარადიული კითხვა: სად ცხოვრობს ადამიანი ? – სამყაროში, სადაც არსებობს თუ სამყაროში, რომელსაც სიზმარი ქვია.

ხანგრძლივობა 170 წთ.

პრემიერა შედგა 2012 წლის 14 დეკემბერს.

 

2013 წ. – თეატრალური პრემია ,,დურუჯი"
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – დავით დოიაშვილი
საუკეთესო მსახიობი ქალი – ანა ალექსიშვილი
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – არჩილ სოლოღაშვილი

 

 

 

 

 

 

Facebook